UNHAPPY END…


ნინი: -ეძინა,ალბათ მართლა ეძინა,თორემ უთუოდ მოვიდოდა..ეძინა ალბათ,თორემ მაინც დამტყუებდა რამეს…ალბათ სიცოცხლეშივე ჩასძინებია სიკვდილს…
იკა:-ცუდია სიკვდილი ,არა?
ნინი:-არა,რატომ..ის ხო სიცოცხლის ჟინს გვიღვიძებს..სიცოცხლეს გვაფასებინებს..
იკა:მაგრამ მაინც მივყავართ..ნეტა საით..
ნინი:ადამიანი,როდესაც სიკვდილს ჩახედავს თვალებში,მაშინ იგებს,თუ რაოდენ ძვირფასია სიცოცხლე..ერთი წამით ხანგრძლივი სიცოცხლეც კი სასიამოვნო და სანატრელია…
იკა:ერთი წამით ადრე თუ ერთი წამით გვიან-ამას რა მნიშვნელობა აქვს,კარგი რა…
ნინი:-აქვს,აქვს..ახალგაზრდა ადამიანი არც თუ ისე აფასებს სიცოცხლეს..როგორც მოხუცი..იცი რატომ?
იკა:არ ვიცი..
ნინი:-იმიტომ ,რომ ახალგაზრდას არ აქვს იმდენი საფიქრალი,რამდენიც მოხუცს..შვილები..შვილიშვილები..სიკვდილის წინ ყველა ფიქრობს იმაზე,თუ რა მოხდება მერე..მომაკვდავს როცა თვალწინ გადაეშლება ის ბედნიერი წამები,რაც ამ ხნის მანძილზე ქონია-წამიერად უბედნიერესი ხდება..და სწორედ მაშინ ეძლევა სიცოცხლის ჟინი..აი ,ამას ვერ ვხვდებით..
იკა:-და საიდან იცი ამდენი?
ნინი:-ცხოვრება არც თუ ისე ნისლიანია,როგოც ჩვენ გვგონია..ადამიანი ყველაფრის სწავლას,გაანალიზებას ცდილობს..სულ ეს არის..
იკა:-ვა,შენ რა მაგარი ვინმე ხარ..
ნინი:-აი ,ისევ ხუმრობ…
იკა:-კაი,რატომ ბრაზობ.ვიხუმრე..
ნინი:-შეიძლება შენი ხუმრობით ვიღაცას გული ატკინო..ისე..გყვარებია ვინმე?
იკა:-კი,მიყვარდა..მაგრამ არ მესმის ეხლა ეს რა შუაშია..
ნინი:-ისე ,დავინტერესდი..მომიყევი რა..
იკა:-რა მოგიყვე?
ნინი:- ყველაფერი..მიდი რა მომიყევი..მაინტერესებს..
იკა:-კაი,მაგრამ თანაგრძნობა არ მინდა,კარგი?
ნინი:-გპირდები,გპირდები,გპირდები…
იკა:ერთ წვიმიან ღამეს ქუჩაში გასეირნება გადავწყვიტე..ბავშვობიდან ასე ვიქცევი.მიყვარს წვიმაში ხეტიალი,განსაკუთრებით ჩემს დაბადების დღეზე ვცდილობ განვმარტოვდე-ხოლმე..არ მიყვარს ეს დღე..ხოდა ბუნებამ 9 წლის წინ ,ჩემს ოქროს დაბადების დღეზე ულამაზესი საჩუქარი გამიკეთა…მოვიდა წვიმა..ასეთი ლამაზი წვიმა 20 წლის მანძილზე თვალით არ მენახა…
ქუჩის ერთ კუთხეში გოგონა იჯდა..გამიკვირდა,ეს რაღამ გადარიათქო და გამოველაპარაკე..ცოტა შეშინდა,არ ელოდა.თუმე ისიც ჩემსავით დახეტიალობს წვიმაში გარეთ..რაღაც საოცარი თვალები ჰქონდა..სევდიანი,მაგრამ..თურმე ვერ ხედავდა..უსინათლო იყო..მაგრამ ისეთი ლამაზი..გრძელი,ოქროსფერი თმა ჰქონდა..მწვანე თვალები,ისეთი სევდიანი მზერა ჰქონდა,თითქოს დიდი ტკივილი ჰქონდა განცდილი..ღმერთო!რა საოცარი გამოხედვა ჰქონდა.უმისამართო..დაუცველი..ანგელოზს ჰგავდა..ჩვენ ძალიან დიდხას ვისაუბრეთ..სახლში წამოსვლა აღარ მინდოდა..მინდოდა გულში ჩამეკრა,მენუგეშებინა.თან ვიცოდი ,რომ მეტს ვეღარ ვნახავდი..ამიტომ,გადავწყვიტე სახლამდე მიმეცილებინა და როგორმე დამეთანხმებინა კიდევ შეხვედრამდე..
ნინი:-ალბათ შეშინდა საბრალო,არა?
იკა:-თავიდან შეეშინდა,მაგრამ მერე დარწმუნდა რომ მისთვის ცუდი არ მინდოდა და გულახდილად დამიწყო საუბარი..მითხრა,რომ არ ჰყავდა მეგობრები,არასოდეს უნახავს სინათლე..მზე..მისი საოცარი თვალები..მან არ იცოდა არაფერი სილამაზეზე,სიყვარულზე..თურმე მამამისს ორსულობისას მიუტოვებია დედა,მან კი ვერ გადაიტანა და ნერვიულობამ აი ბავშვზე ასე იმოქმედა…უსინათლო დაიბადა…
ნი,გულში,აი აქ,შიგნით რაღაც ვიგრძენი..ასეთი გრძნობა არასოდეს მქონია..
ნინი:-შეგებრალა ჰო?მართლაც საბრალოა..
იკა:-არა ნი,კიარ შემებრალა ,საოცარი სურვილი გამიჩნდა მასთან ყოფნის და მისი დაცვის…არ მეგონა ასეთი რამ თუ მოხდებოდა ჩემში..ძმაკაცებმაც დამცინეს..ერთ დღეს გადავწყვიტე მათთვის გამეცნო სოფი..ლუკასთან ავედით..აღფრთოვანდნენ მისი სილამაზით..
ძმაკაცებმა დავიწყეთ სმა,სოფი ძმაკაცის დას გაჰყვა სამზარეულოში,ისე გავერთე,სულ დამავიწყდა აქ რომ იყო..
უცებ სოფის ხმა გავიგე:“მომშორდი“!! შევედი და რას ვხედავ..სოფის ტანსაცმელი აქვს შემოხეული და ჩემი ძმაკაცი შეშლილი მზერით მიყურებს…
იკა:-რა ხდება სოფ?
სოფი:-წამიყვანე სახლში!! მალე !!
იკა:-ოთო ჩუმად იდგა..მე ყველაფერს მივხვდი..ვის ვენდო..საკუთარმა ძმაკაცმა გამიკეთა ეს…
სოფი წავიყვანე შინ,ხმას არ იღებდა..ერთიანად ცახცახებდა..
ნინი:-საბრალო…
იკა:-მას შემდეგ არ მინახავს..მშობლებმა მოსკოვში გამიშვეს სასწავლებლად.9 წელი ვიყავი იქ..ჩამოვედი თუ არა,სოფის ძებნა დავიწყე..მაგრამ ამაოდ..
ნინი:-კი მაგრამ,სახლი ხო იცოდი,რატომ არ მიაკითხე?
იკა:-მეგონა არასოდეს მაპატიებდა..შევშინდი…
ერთ წვიმიან ღამეს გავედი გარეთ..იმ იმედით,რომ სოფის ჩვეულ ადგილას ვნახავდი..მაგრამ მის ნაცვლად პატარა გოგონა იჯდა..ისეთი ლამაზი იყო..გამოველაპარაკე და მითხრა,რომ 8 წლის იყო..მასაც ჰყვარებია წვიმაში სიარული..
ნინი:-შენ რა,ეხლა ის შეგიყვარდა?პატარა ბავშვი?
იკა:-დამცინი?
ნინი:-მაპატიე..
იკა:-სახელად ქეთა ერქვა..მითხრა,რომ უსინათლო დედა ჰყავდა..მამა კი არასოდეს ენახა…
ნინი:-რაა?სოფი?
იკა:-ხო,სოფის შვილი..
ნინი:-მამა?შენ?
იკა:-ოთო..შეუცდენია და გამქრალა ის არაკაცი!
გეფიცები,სოფიმ ჩემი პატიება რომ შეძლოს სულ მასთან ვიქნები..მაგრამ არ მაპატიებს..ნინ,იცი რა ლამაზია ქეთა?მინდოდა გულში ჩამეკრა და მეთქვა..“მე დედაშენი უზომოდ მიყვარსთქო“-მაგრამ არ მინდოდა ბავშვს გული სტკენოდა..ნომერი გამოვართვი..სოფის დავურეკე..და შეხვედრაზე დავითანხმე..ის ისევ ისეთი ლამაზი იყო,როგორც მაშინ..ვუთხარი,რომ მოსკოვში საუკეთესო ექიმები ვნახე და უნდა წამეყვანა..თავიდან უარზე იყო,მაინც დავითანხმე..წავედით მოსკოვში,გაუკეთეს ოპერაცია,მაგრამ უშედეგოდ..სოფის იმედი აღარ ქონდა,მეკი მჯეროდა რომ დაინახავდა..ახლა შტატების საუკეთესო ექიმებთან წავედით და იცი რა?
ნინი:-არ მითხრა რომ…
იკა:-ნინ,მე სოფიმ დამინახა..დამინახა ,გესმის?დამინახა..!!!
სოფიმ ყველაფერი დაინახა..ისეთი ბედნიერები ვიყავით..ქორწილიც დავნიშნეთ..ქეთამაც მამასავით მიმიღო,მაგრამ…
ნინი:-რაღა მაგრამ,ნუ გადამრიე..
იკა:-ოთო გამოჩნდა..
ქეთას უთხრა ,რომ მამამისი იყო..ისე ექცეოდა,თავი შეაყვარა..რა არ მოატყუა,მაინც დააჯერა,რომ მისი მიტოვება არ უნდოდა,ახლა მიხვდა ვითომ თავის შეცდომას და დაპირდა,აღარასოდეს მიგატოვებო…
ნინი:-სოფიმ რაო?
იკა:-რაო?რაო და ქორწილის წინა დღეს მითხრა,რომ ბავშვისთვის მამის მეორედ დაკარგვა მტკივნეული იქნებოდა და ჩვენს დანიშნულ ქორწილის დღეს სოფი და ოთო დაქორწინდნენ….

გაუკეთე კომენტარი