ვინაობა-ქართველი ხალხი!


ვინაობა-ქართველი ხალხი!

ამდენხნიანი პაუზის შემდეგ,გადავწყვიტე ცოტა დრო დამეთმო ჩემი ფიქრებისთვის და გადმომეცა არ ვიცი ტკივილი, ბრაზი, წყენა თუ რაც არის…

შვებულებას ვატარებ სრულიად სახლში ჯდომით და ამ დროს დილით ლოგინიდან ადგომის და მოწესრიგების შემდეგ პირველი რომ კომპიუტერი და სოციალური ქსელია-ამაში ნუ შემედავებით:)

მოვთავსდი ჩემს რბილ სკამზე,თბილ ოთახში, საკმაოდ დადებითი განწყობით, მომღიმარი სახით (რაც დილით იშვიათად აღმენიშნება:) ) და გადავხედე აქტივობებს,სადაც არცთუ სახარბიელო ფოტო შემხვდა გაზიარებული და კომენტარებში უამრავი დაცინვა,თანხმობა,სიცილი და ეს ყველაფერი ჩემზე ერთიანად ამოქმედდა,ჩემს თავს შევატყე როგორ “ავიჭერი” და მოკლედ,ესეც წინაპირობა იმის,რატომ გადავწყვიტე აქ დამეპოსტა და მოგახსენებთ დეტალებს :

ვინაობა-ქართველი ხალხი!
განათლება-ბრძენი
ინტერესი-სხვისი საქმეები!
(დეტალურად იხ.თანდართული ფოტო)

რატომღაც,ჩემდაუნებურად გამოვიტანე დასკვნა,რომ ქართველები დებილები ვართ, რომ ქართველები ყველაზე პატივმოყვარეები ვართ ,არ გაგვაჩნია არაფერი და ამ არაფრისგან ვქმნით ყველაფერ საოცრებას !

კაი ადამიანებო !წერთ ასეთ რაღაცას, ასაჯაროებთ,მერე ამას ვკითხულობთ ყველა და ვიღიმით-მაინც, მაქსიმუმ-დავცინით “ქართველობას” , არადა რომ დავფიქრდეთ ,თქვენც ქართველები ხართ და მეც .

ვეფხ”ვ”ის ტყაოსანზე გავჩერდები ცოტა ხანს.რა თქმა უნდა ამით ხაზი გაესვა ჩვენს გაუნათლებლობას და სიდებილეს, შეურაცყოფას არავის გაყენებთ,მაგრამ დარწმუნებული არ ვარ ,მას ერთხელ მაინც ქონდეს წაკითხული ვეფხისტყაოსანი თავიდან ბოლომდე, ვინც ეს “სიდებილე” გამოაქვეყნა და ხალხი აიყოლია დაეცინათ ქართველებისთვის,. მოგმართავ პირადად შემდეგი სიტყვებით,ქართველო : მხოლოდ სათაურის დაზეპირება არაა განათლება !

დარწმუნებული ვარ,რომ ვეფხ”ვ”ის ტყაოსანი ბევრს მხოლოდ იმიტომ უდევს  სახლში,რომ სამაგიდო წიგნია.და ამის შემდეგ კიდევ მთელ ქართველობას ჩირქს სცხებთ ?
თავი ძალიან შეურაცყოფილად ვიგრძენი. ბევრი იტყვით ,მართალია ამის დამწერი,რა ატლიკინებს ამ გოგოსო,იცით რა მტკივა? “დებილი” როგორ გააიგივეს ქართველთან.. ასეთი დებილი ყველა ერს ყავს და გასაგებია, მრცხვენია,მებრალება,მაგრამ, ის თუ დებილია და შენ თუ ჭკვიანი ხარ,შენი ჭკუა საჯაროდ გამოსვლაში და მის დაცინვაში გამოიხატება?არამც და არამც ! ჭკვიანს უფრო მეტი მოგეთხოვება,მაგრამ დღეს მოდაშია ერთმანეთის დაცინვით თავის ამაღლება ! და თქვენ წარმოიდგინეთ რა უსიამოვნოა უბრალოდ “დებილს” “ქართველი” რომ დაერქვა !

რატომ არ გრცხვენიათ ამ ყველაფერს რომ აკეთებთ,მე უნდა მრცხვენოდეს ყველას მაგივრად? ძალიან დამღალეთ.
ვითომ და ევროპელებო,კულტურულებო და გამოსულებო ! ვერ იქნებით გამოსული ხალხი,სანამ თქვენი ლექსიკონიდან სიტყვა “გლეხი” და “სოფლელი” ბრჭყალებიდან არ გამოვა .

ეს იყო და ეს.
პატივისცემით
თათა გულიკაშვილი.

გაუკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s