ბედნიერი დღე…❣

არ ვიცი,შეიძლება გაგეცინოთ,მაგრამ რატომღაც მომინდა ჩემი საოცნებო ქორწილის შესახებ დავწერო..ბევრმა შეიძლება არ წაიკითხოთ იმის გამო რომ დიდი და მომაბეზრებელი იყოს,მაგრამ,აი გულში მაქვს რა,და ხომ იცით,ეს თუ არ ვთქვი ალბათ გასკდება..მოკლედ..იქიდან დავიწყებ,რომ ბავშვობაში,როცა მე და ჩემი დაქალები დავსხდებოდით ერთად და დავიწყებდით ქორწილზე საუბარს,მათ ყოველთვის დიდი თეთრი კაბები უნდოდათ..მეკი არასოდეს მინდოდა ქორწილი და არც თეთრი კაბა,რადგან არ მიყვარდა ხალხმრავლობა..მოკლედ,ასე მოვედი დღემდე..და აი,ახლა,ვარ 22 წლის..და დავიწყე ბავშვურად ქორწილზე ოცნება..სასაცილოა არა?არ ვიცი..არ ვიცი..ეს ოცნება ალბათ ადამიანმა უნდა გააღვიძოს შენში..ჰოდა აი..გაიღვიძა..

ჯვრისწერის ცერემონიალი როგორი მინდა იცით?აი მე რომ შემიყვანს ეკლესიაში მამა..ჩემი საყვარელი ადამიანი საკურთხეველთან რომ დამელოდება ..და ხალხი ფეხზე რომ წამოდგება.აი ასე მინდა..რა თქმა უნდა ჩვენი ადათ-წესით,მაგრამ ეს მინდა რომ აუცილებლად ასე მოხდეს…
მინდა ცერემონიალის მერე ვარდლის ფურცლები ცვიოდეს ზევიდან..მინდა ამ ვარდის ფურცლებში ვიცეკვო ვალსი ჩემს უსაყვარლეს მეუღლესთან ერთად…

ძალიან დიდი ქორწილი არ მინდა..მინდა მხოლოდ ის იყოს ჩემს ქორწილში,ვისაც ძალიან გაუხარდება ჩემი ბედნიერება…დიახ,ბედნიერება..იმიტომ,რომ მე მართლა ბედნიერი ვიქნები ამ დღეს !დარბაზი მორთული იქნება ფერადი აქსესუარებით..(დიახ,ფერადი,ხო იცით როგორ მიყვარს “სიფერადე”).ყველა ბედნიერი იქნება..ჩემს უსაყვარლეს ადამიანს არაფრის დიდებით არ ეცმევა მუქი შარვალ-კოსტუმი..ეცმევა აუცილებლად “ხალისა” ფერი..მე არ მეცმევა თეთრი კაბა..ჩემი კაბა ძალიან ლამაზი იქნება..ლილისფერი…ძალიან ლამაზი თაიგული მექნება,იმიტომ რომ აუცილებლად უნდა ვისროლო თაიგული..აუცილებლად უნდა ვუწილადო ჩემი ბედნიერება ჩემს საყვარელ ხალხს!!

ძალიან ბედნიერი იქნება ყველა..
არ ვიჩქარებ არსად წასვლას..მაქსიმალურად დიდხანს ვიქნები ჩემს ხალხტან ერთად!!ვიცეკვებ ძალიან ბევრს…
აუცილებლად მივუძღვნი ლექსს ჩემს მეუღლეს..და წავუკითხავ ნელი მუსიკის ფონზე…
აი მერე?? მერე აუცილებლად წავალთ სადმე შორს…შორს…ცოტა ხნით..რომ დავტკბე მასთან ერთად ყოფნით….
ეს დაუვიწყარი დღე იქნება….
ღმერთო ,მომეცი ძალა…

7 Comments

7 thoughts on “ბედნიერი დღე…❣

  1. ოი, რა საყვარლობაა… ძალიან რომანტიკულიააა…
    ისე არ დავმალავ და მეც სულ ასეთზე ვოცნებობდი❤
    p.s. ბევრი ხალხი და არეულობა არც მე არ მომწონს, ნახევარზე მეტ ხალხს რომ არ იცნობ საკუთარ ქორწილში😀😀😀

  2. და მერე ჩხუბი და ლეწვა როა ჰო?:დდ <——– ეჰჰჰ… იმედია მალე საერთოდ გაქრება ეგ უაზროდ დამკვიდრებული "ტრადიცია"

  3. ძალიან ლამაზი და კეთილი ოცნებაა,თათაკო.ოცნებასაც ვერ დავარქმევდი, ეს ის სურვილია, რომელის შენნაირ ადამიანს მალე აუხდება. ეს ასე იქნება. არ გიცნობ, მაგრამ გულით გიცანი. შენ ჩემს საყვარელ ადამიანს გავხარ გულით.. ბედნიერებას გისურვებ, თათაკო… :*

გაუკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s