მეცხოვრება !


ჩუმი გულისწყრომით ირგვლივ ვიხედები,

ვეძებ დამნაშავეს ჩემი ცხოვრებისას,

 დრო გაჰკივის შორით,ახლა გავჩერდები

 და დრომ მოიტანოს რასაც კი მოიტანს …

გრძნობა მომერია ,ჩემი მეორე მე

აღარ მითავისებს,მგონი გავიზარდე..

 ცრემლი მომეჩვია და მეც მეოცნებე

 მყარად დავაბიჯებ ნაცრისფერ მიწაზე..

 ვითომ არც კი ვფიქრობ რა მომელის მერე,

 „ჩემით აუწყია ვინმეს ეს ცხოვრება“?-

 თავს ვიმართლებ ასე,თმებიც შევიღებე

 დაგრიმული სახით ვცხოვრობ ! (მეცხოვრება)..

 მოდი,ჩაიხედე შიგნით!გიფიქრია?

 იქნებ რა ტკივილებს ვნიღბავ,ქალბატონო !

 რაც კი ცხოვრებისგან წყენა მიმიღია

 ციდან შემიძლია მიწას დავათოვო !

 ფიქრობ მე არ მინდა სიმშვიდეში ყოფნა?!

 თუნდაც შენ როგორც ხარ,თავს რომ არ იწუხებ,

 არა,ვერც კი ხვდები !აღარ მინდა..მორჩა ..

 ვიცი ისევ ისე „ძალზედ დაიმწუხრებ“ !

  მე ვიცხოვრებ ისე,როგორც მიცხოვრია

 ჩემი ერთი დილა თქვენს „მილიონს“ მიჯობს !

 სითბო არავისთვის მე არ მითხოვია,

 გულში ვინც მყავს, ყველა უანგაროდ  მითბობს !

 Image

 

One thought on “მეცხოვრება !

გაუკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s