მე მშვიდობა მინდა !


მე მშვიდობა მინდა !

ძალიან რთული ვითარებაა საქართველოში..ღმერთო ჩემო,ხალხის ზიზღნარევ სახეს რომ ვხედავ,გული მიკვდება..ქართველობა გაიყო ორად..ოცნება და ნაციონალები…ერთმანეთს არ ინდობენ..ერთმანეთი შეზიზღდა ხალხს !! ღვთისმშობელო მარიამო,ასეთი საქართველო გხვდა შენ წილად?!
მერე და პოლიტიკური პარტიის ლიდერები?ფიქრობენ ხალხზე?ესენი იმდენს იზამენ,ამოახოცინებენ ქართველებს ერთმანეთს და მერე ერთმანეთს ვეღარაფერს დააბრალებენ !!
ხალხი ამაზე არ ფიქრობს? როგორ იყენებენ პოლიტიკური ძალები ! და ვითომ საკუთარი მიზნებისთვის იბრძვიან !! რა სისულელეა. ყველა პარტია თავისთვის იყენებს ამ ხალხს ! არჩევნები ჩაივლის და ყველა ფეხებზე დაგიკიდებთ ! ვინ დაზარალდება?ისევ ჩვენ ! ხალხი ! ქართველები ხო გავიყავით 2 ნაწიილად! ხო შეიჯავრეთ ერთმანეთი ბიძნისტებმა და ნაცებმა ! ჰოდა ე სმხოლოდ დასაწყისია ! თქვენივე ხელით დაგახოცინებენ ერთმანეთს !

მე გული მტკივა !!
ადამიანებო,თქვენ,გუშინ რომ ერთად ისხედით და ჭიქას ჭიქაზე უჭახუნებდით,ერთად რომ სვამდით “ახალი სიცოცხლის” სადღეგრძელოს !! ერთად რომ იხსენებდით ბავშვობას !!
დღეს ერთმანეთი გეზიზღებათ..რატომ?იმიტომ,რომ ერთი პოლიტიკური პოზიცია არ გაქვთ?! სირცხვილია ხალხო ! ეს დასასრულის დასაწყისია !!
არ ვიცი რა დავწერო..ვერაფერზე ვფიქრობ..ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი ,ისაა რომ

მე მშვიდობა მინდა !!! მე მინდა,რომ თქვენი შვილები ბედნიერ საქართველში ცხოვრობდნენ !! მე მინდა,რომ ჩვენ ქართველები გვერქვას !! ჩვენ ერთმანეთის სისხლი მხოლოდ გადასხმის დროს უნდა დაგვჭირდეს!!! ნუ დავღვრით სისხლს !!

2 thoughts on “მე მშვიდობა მინდა !

  1. ერთადერთი რაც ყველაზე მეტად არ მინდა რომ მოხდეს,რაზეც ყველაზე მეტად ვწუხ,ეს რევულუციაა!
    ამას ქართველები ვეღარ გავუძლებთ,ქართველი ახალგაზრდები ვეღარ შეველევით დაკარგულ მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს,ამდენ სისხლსა და ბრძოლას.ამდენ სამოქალაქო დაპირისპირებებს.ამდენ მტრობას და გამხეცებულ ადამიანებს!

გაუკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s