უნდა ვგავდეთ თუ არა „სხვებს“ , რომ მოვიპოვოთ საზოგადოების კეთილგანწყობა?


Image

საზოგადოება-იმდენად აბსტრაქტულია და ისეა დაყოფილი  კატეგორიებად,რომ მიჭირს კიდეც ამ მცნებაში ადამიანების  ერთობლივად თავმოყრა.

საზოგადოებრივი აზრი ,ვფიქრობ,ბევრად მნიშვნელოვანი იყო ჯერ კიდევ წარსული ხანებიდან,თუმცა,რეალურია ის ფაქტი,რომ ეს აზრი ნელ-ნელა კარგავს არსებულ ძალას.თუმცაღა,მიმაჩნია,რომ თითოეული ჩვენთაგანისთვის საზოგადოების კეთილგანწყობა მეტად მნიშვნელოვანია და ეს არასოდეს დაკარგავს ძალას.როდესაც კონკრეტულ საზოგადოებაში ხვდება ადამიანი,ცდილობს გარკვეულწილად შეუქმნას მათ წარმოდგენა საკუთარ თავზე,ისევე,როგორც ის იქმნის წარმოდგენას მათზე,თითოეულ წევრზე!

ადამიანს ყოველთვის აქვს სურვილი,მოიპოვოს საზოგადოების კეთილგანწყობა,ამის გამო ხშირად უწევს ნიღბის მორგებაც კი,თუნდაც გაღიმება იქ,სადაც სრულიად არ ეღიმება მას და საინტერესო მზერით კონტაქტი მაშინ,როცა მისთვის სრულიად უინტერესო თემაზე საუბრობენ .ეს ყოველივე უკვე თამაშია და ვფიქრობ,რომ ადამიანს არ უნდა უღირდეს ამად საზოგადოების კეთილგანწყობა.

რაც შეეხება იმას,უნდა ვგავდეთ თუ არა სხვას..ვფიქრობ,თითოეული ადამიანი ინდივიდუალური და რადიკალურად განსხვავებულია,თუნდაც ხასიათით,მანერებით,ქცევებით,წესებით,შეხედულებით.სწორედ ამიტომ,მე კატეგორიულად უარვყოფ იმას,რომ ადამიანები აუცილებლად ვიღაცას უნდა გავდნენ,რომ საზოგადოების კეთილგანწყობა მოიპოვონ..პირიქით,რაც უფრო ინდივიდუალური იქნება ადამიანი,უფრო საინტერესო იქნება მასთან ურთიერთობა.

ადამიანები ყველაფერს ხედავენ ერთნაირად,მაგრამ აღიქვამენ განსხვავებულად.ეს გულისხმობს იმას,რომ საზოგადოების თითოეულ წევრს  არავითარ შემთხვევაში არ ექნება ერთმანეთის მსგავსი მოსაზრება.ამიტომ,იმის გამო,რომ საზოგადოების კეთილგანწყობა მოვიპოვოთ,არაა საჭირო მოვირგოთ უამრავი ნიღაბი და შევქმნათ ჩვენთვის უცხო პერსონა.უნდა ვიყოთ ისეთები,როგორიც პირველ რიგში,ჩვენთვის იქნება მისაღები ,ხოლო შემდგომ უნდა ვიფიქროთ საზოგადოებაზე,რომლის წევრებიც არიან ჩვენი ოჯახი ,ახლობლები და სხვა დანარჩენი.
არ ვიცი ვინ დაადგინა ის,რომ სხვისი მსგავსი უნდა იყო იმისათვის,რომ საზოგადოება დადებითად განეწყოს შენს მიმართ,მე,პირადად გამაღიზიანებლად მიმაჩნია ის ,რომ წინ მედგეს უამრავი ერთნაირად მოაზროვნე ადამიანი ,ქონდეს ყველას ერთი ინტერესი,აზრი,შეხედულება და არ ქონდეთ არაფერი განსხვავებული..ეს იმდენად მომაბეზრებელი და ამაზრზენია,რამდენადაც მთელი დღე სარკესთან დგომა და საკუთარ თავთან საუბარი ..

ამ მიდგომას რომ თავი დავანებოთ,ზოგადად “ვგავრდეთ სხვებს” არ მიმაჩნია სწორ მიდგომად,რადგან  “სხვებში”შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც დადებითი პიროვნებების კატეგორია,ასევე-უარყოფითიც.ამიტომ არაა მართებული,მიბაძო ვიღაცას,მითუმეტეს,რომ ადამიანებს ცუდის გადმოღება უფრო გვიზიდავს და გვეადვილება,ვიდრე-კარგის.

აუცილებელია ადამიანს საკუთარი “მე” გააჩნდეს,ანუ საკუთარი პიროვნება,რომელიც ინდივიდუალური და “სხვებისგან” განსხვავებული იქნება,რადგან,ანალოგიურ თვისებებს,შეხედულებებს ვერ “გადააკოპირებს” საკუთარ “მე” ში,იქ უბრალოდ დაამახინჯებს იმასაც კი,რაც სხვაში მოწონდა.

საზოგადოების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ,ჩემი აზრით,საჭიროა იყო პირველ რიგში ინდივიდუალური,უშუალო და რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია,ეს არის -იყო მართალი ! სიცრუით ,მიმბაძველობით და თამაშით ხალხის კეთილგანწყობას კი არ მოიპოვებ,არამედ ნდობასაც დაუკარგავ მათ და უბრალოდ შენზე თუ არ გაიცინებენ,გაიღიმებენ-მაინც:)

3 thoughts on “უნდა ვგავდეთ თუ არა „სხვებს“ , რომ მოვიპოვოთ საზოგადოების კეთილგანწყობა?

  1. ჩემოო ჭკვიანოოო და კეთილოო გოგო რა აზრები გაქვს გავგიჟდიიი ასეთი კარგი რომ ხარ❤

გაუკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s