მცირედი წვეთი ბედნიერებისთვის..


Image

ხშირად მხვდება სხვადასხვა ბლოგზე,ფორუმზე ასეთი კითხვა: ახლა,სწორედ ამ წამს,ბედნიერი ხარ?….

აი ახლა,სწორედ ამ წამს მინდა ჩემებურად ავხსნა ის გრძნობა,რასაც მე ვუწოდებ ბედნიერებას და მინდა გადმოვცე ,თუ რატომ ვცემ ამ კითხვას ყოველთვის ერთ პასუხს: კი,ბედნიერი ვარ !- მაშინაც კი,თუ ცუდ განწყობაზე ვარ…

ჩემს ოთახში არასოდეს მაქვს ფარდა ბოლომდე ჩამოფარებული..პატარა ადგილი ყოველთვის არის,იცით რატომ?იმიტომ,რომ დილა რომ თენდება და თვალს რომ ვახელ,პირველი,რასაც ვაკეთებ სწორედ ფანჯრისკენ გახედვაა…ფანჯრიდან მხვდება ერთი ჩვეულებრივი ხედი..

Image

აი ეს ჩემი განწყობის საწყისია..თუ აი ეს მზისგან გალამაზებული  ფოთლები მომხვდება თვალში-საოცრად სასიამოვნო განწყობა მეუფლება…ეს საწყისია ბედნიერი დღის..

როცა გარშემო ამდენი საყვარელი ადამიანი მყავს..: დედა,მამა,2 და,4 დისშვილი და ყოველ დღე მათ ვუყურებ-ეს კიდევ უდიდესი ბედნიერებაა ჩემთვის…იდეალური ხალხი მყავს ირგვლივ…მე ისინი მაბედნიერებენ..საოცრად  მხიარული და კურიოზული ოჯახი მაქვს ,ეს სასწაულ სიმხნევეს მმატებს…
როცა გარეთ გავდივარ და თბილი ნიავი სახეზე მელამუნება..ყველა გაზაფხულის ფერებშია გამოწყობილი…ღმერთო ჩემო,ისეთი გრძნობა მეუფლება,რომ გაზაფხული საწყისი იყოს სიცოცხლის..ყველა ლამაზდება..მხნევდება..

ავტობუსში ავდივარ და გაღიმებული ჩამსვლელი გოგონა თავის ბილეთს მაწვდის..ეს საოცრად მათბობს..განა რა,არც არაფერი..უბრალოდ ერთობა და სიმთლიანე…

ჩავდივარ და ანალოგიურად  ვიქცევი მეც.. ეს გადამდებია…ეს საუკეთესო ქმედებაა !! მე ბედნიერი ვარ,როცა ჩავდივარ და კონტროლიორი არ დგას გარეთ,იმიტომ ვარ ბედნიერი,რომ საშუალება მეძლევა ბილეთი ამსვლელს მივცე…

მე ბედნიერი ვარ შემთხვევით ადამიანს რომ გავიცნობ და ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე რომ აღმოჩნდება..და ამავდროულად,რომ გაგრძნობინებს-რომ მისთვის შენც სასიამოვნო ხარ…

ჩემი წარსული  ერთფეროვნებით არ შემოიფარგლება..შეიძლება ერთფეროვნებაც ჯობდა,მაგრამ ..მოკლედ,წარსულით დიდად არ დავიტრაბახებ..მხოლოდ იმას ვიტყვი,რომ ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით..ბედნიერი ვარ იმით,რომ წარსულში დავტოვე  იმ დროინდელი აწმყო…
ბედნიერი ვარ ყოველთვის,როცა სიფერადეს ვხედავ… მე გაზაფხული მაბედნიერებს !! და ეს ბედნიერება მომავალი წლის გაზაფხულამდე მიმყვება… ბედნიერება მარტივია..ძალიან მარტივი,ოღონდ ნუ ეძებ,ის შენ უკვე გაქვს,მთავარია წვრილმანშიც კი ბედნიერება დაინახო..

მთავარია სითბო გასცე და ის უკვე ბედნიერებაა,რომ ამ სითბოს უკან იღებ ..

გაუკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s