ჩახუტება ჩემებური ხედვით..


Image

ყოველთვის მინდოდა დამეწერა ჩახუტებაზე..იმიტომ,რომ გადმომეცა,თუ რამდენად ძვირფასია ის ჩემთვის..დარწმუნებული არ ვარ,რომ ეს გამომივა,მაგრამ ვცდი..

დავიწყებ ბავშვობიდან..განებივრებული არასოდეს ვყოფილვარ მშობლების მოფერებით და თბილი სიტყვებით..არც მეგობრების,ნათესავების და ასე შემდეგ..შესაბამისად , მეც არ შემეძლო სითბოს გამოხატვა,უფრო მეტიც,მრცხვენოდა..მრცხვენოდა არა მხოლოდ სითბოსი,არამედ სიხარულის გამოხატვისაც კი..ჩემი მშობლები მეხუტებოდნენ და მკოცნიდნენ მაშინ,როცა სადმე მივდვიოდი დასასვენებლად,ან როცა ჩამოვდიოდი..განა იმიტომ,რომ არ ვუყვარდი,რა სისულელეა..უბრალოდ მათაც არ შეეძლოთ გამოხატვა,ისევე,როგორც მე..

მოკლედ,ეს მომენტი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო.ვალდებულად ვთვლიდით თავს,რომ ჩავხუტებოდით ერთმანეთს,და ამ დროს გამოვხატავდით ყველაზე დიდ სითბოს ერთმანეთის მიმართ..

დროთა განმავლობაში ,ჩემში დაგროვებულ სითბოს და ემოციას ვეღარ ვთოკავდი,ვიზრდებოდი და ეს ყოველივეც იზრდებოდა,ახლა კი სითბოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია..

ახლა კი ჩახუტება…ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი რამ..როცა ვეხუტები ადამიანს-ვეხუტები მთელი სხეულით,ხელები კისერზე მაქვს შემოხვეული…მაგრად,მაგრად ვხვევ ხელს და მთლიანად ვგრძნობ მის გულის ცემას,მის სითბოს..ჰო,ვეხუტები და მთელი ეს სითბო ჩემზე გადმოდის..ისადგურებს სრული სიჩუმე…(ამ დროს სიტყვები ყოველთვის ზედმეტია).. როგორც არ უნდა ეცადო,თუ გრძნობით ეხუტები,შენდა უნებურად აუცილებლად დახუჭავ თვალებს..(იმძალით დახუჭული,რა ძალითაც ეხუტები მას)..

ერთადერთი შემთხვევაა,როცა ვნატრობ,რომ დრო გაჩერდეს…

ჩახუტება ჩემი ხედვით:

თანასწორობა: როცა ადამიანს ეხუტები,რაც არ უნდა მაღალი იყოს ის-გითანაბრდება…იხრება და ისე გეხუტება…(როგორი ამაყიც არ უნდა იყოს ის)..

სრული სითბო: რაც არუნდა ცივი იყოს ადამიანი,და როგორც არ უნდა არიდებდეს თავს სითბოს გამოხატვას,როცა გეხუტება და შენს მიერ მაგრად მოხვეულ ხელებს გრძნობს,შენს გულის ფეთქვას გრძნობს-არ არსებობს მასში იგივე სითბო არ გაჩნდეს და ანალოგიურად არ მოგხვიოს ხელი..

სიტყვებზე უფრო მეტი : როცა ეხუტები მაგრად,თავს მხარზე  რომ დაადებ,ხელებს რომ მოხვევ სუნთქვის შეკვრამდე-ეს უკვე ამბობს სიტყვებს : “მჭირდები” ..და აქ სრულიად ზედმეტია რაიმე დაამატო…

იმედი: ორივე მხარე გრძნობს,რომ ერთმანეთისთვის ძვირფასია..რომ ქვეყნად ნამდვილად არსებობს მინიმუმ ერთი ადამიანი,ვინც მას ანუგეშებს,გაათბობს,გაუღიმებს და ჩაეხუტება…

მარადიულობა : ადამიანი,რომელიც ერთხელ გულწრფელად ჩაგეხუტება-მუდამ გემახსოვრება..1 თბილი ჩახუტება = 10000 კოცნას + მთელი სიცოცხლე…

Image

4 thoughts on “ჩახუტება ჩემებური ხედვით..

  1. ყველაზე მაგარია როცა საყვარელ ადამიანდ ჩახუტებით შეიგრძნობ… მართლაც რომ ის ამაყი ბიჭიც კი იხრება😀 რომ ჩაგეხუტოს და გული გაგითბოს❤

გაუკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s