ნიღაბი..


Image

გამარჯობა..მე ნიღაბი ვარ..ჰო,რატომ გიკვირს რომ ვმეტყველებ,მე ჩვეულებრივი ნივთი   ვარ..შენთვის თითქოს არაფრის მაქნისი,გამოუსადეგარი ნივთი,მაგრამ სინამდვილეში შენდაუნებურად შენც მიყენეხოლმე ..უფრო ხშირად,ვიდრე შენს რეალურ სახეს..უბრალოდ შენს სახეზე შეუმჩნეველი ვარ,მსახიობებისგან განსხვავებით..

მე რომაელი ვარ,მაგრამ ეს არც კი მეტყობა .ყველას სახეს ისე ვერგები,თითქოს ეს-ესაა დავიბადე..

მაშ ასე..მაქვს სახე,გამოვხატავ ყველანაირ ემოციას უფრო მეტადაც კი,ვიდრე შენ ,ადამიანს შეგიძლია ეს გააკეთო..ვარ მხიარულიც,სევდიანიც..კიდეც ვიცინი,თან ამ დროს კიდეც ვტირი.. მაშინ მიპასუხე,რით განსხვავდები შენ ,ერთი ჩვეულებრივი,სააქაოს მოპოტინებული და დამფრთხალი ადამიანი ჩემგან..?

ადრე ჩემი ადგილი თეატრში იყო..რამდენი სევდიანი ადამიანისთვის დამიფარავს სახე ჩემი ღიმილიანი სახით.. ახლაც ვარ თეატრში..აი ,10 წუთში ელენე მომირგებს სახეზე და შეუდგება “გიჟი” მაწანწალას როლის შესრულებას.. მაგიდაზე მიდევს სახე,მაგრამ მაინც კარგად ვამჩნევ როგორ იმშრალებს ელენე ცრემლს და ცდილობს ჩემი შვილი “გრიმი”  დაიხმაროს სევდის დასაფარად..მაგრამ რად უნდა,მე ხომ ისედაც დავუფარავ სახეს..არ მაფასებს ხალხი სათანადოდ..

ჰო..კიდევ რა..ძალიან ემოციური ვარ..ზოგჯერ ვცდილობ მომღიმარი ვიყო,მაგრამ მარჯვენა სახეზე ღიმილი მესახება და მარცხენაზე – ცრემლი… მარცხენაზე,კი,გულიც ხო მარცხნივაა…

გგონიათ მიყვარს ჩემი საქმე?გული მიკვდება,როცა ვხედავ,როგორ უწევს ჯამბაზს ჩემი სახის მიღმა სიმწრით თვალების დახუჭვა..უამრავჯერ..როცა თავის სახეზე მირგებს,სწორედ იმ წუთიდან ვცდილობ ამის დათვლას,და არ გამომდის..თვლა ვიცი..უბრალოდ იმდენჯერ ხდება ეს,რომ გული ამიჩუყდებახოლმე  და  მავიწყდება სად გავჩერდი..მერე ისევ თავიდან ვიწყებ..

ჩემი შვილი “გრიმი” ჯერ ძალიან პატარაა,მაგრამ უყვარს თავისი საქმე და გამოსდის-კიდეც..მაგრამ ,ჯერ კიდევ ვერ უფარავს ადამიანის სახეს ცრემლებს და სევდას..ისიც მიეჩვევა და ისწავლის..იმ დღეს ერთ უჯრაში მოგვათავსეს და დრო მომეცა მეკითხა ყველაფერი,მათ შორის ისიც,თუ როგორ უმკლავდება სევდას..მან მითხრა ასეთი რამ : დე,იცი?მტკივა დაღლილი გული…

არ ვიცოდი ამაზე რა პასუხი გამეცა..ჯერ მართლაც რომ პატარაა,მაგრამ მჯერა მისი ..ის შეძლებს ..მეც ასე არ ვიყავი?მომიხსნიდნენ თუ არა სახიდან ,მაშინვე გონდაკარგული მივეგდებოდი უჯრაში..

აი ,მომირგო ელენემ სახეზე და გავდივართ სცენაზე..მგონი ძალიან ვუყვარვარ ელენეს,ხვდება ალბათ,მეც რომ მტკივა მისი ტკივილი…

გაუკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s