ჩემი ნატვრის ხე ..


Image

მომინდა დამეწერა ყველაფერი,რაც ახლა მინდა..)) “მინდა” ძალიან ხშირად შეგხვდებათ ახლა აქ,და ამ დროს დაფიქრდით იმაზეც,თქვენ რა გინდათ) 

მინდა ქუჩაში გასვლისას ხალხის მომღიმარ და ბედნიერ სახეს შევხვდე…(და არა ისეთს,როგორიც ყველას აქვს ახლა…სევდიანი,ჩაფიქრებული..დაღლილი..)

მინდა ცხოვრებაში ჩემი ადგილი დავიმკვიდრო და გამოვიყენო მაქსიმუმი ჩემი შესაძლებლობის..

მინდა დადებითად იყოს განწყობილი ყველა ჩემს მიმართ,სწორედ ისე,როგორც მე ვარ ყველას მიმართ..

მინდა  ფული არ იყოს ისეთი მნიშვნელოვანი,როგორიც ახლაა.. (დაჭამეს ერთმანეთი,რა გიკვირს:)) )

მინდა ცხოვრებაში ერთხელ პირად ცხოვრებაშიც გამიმართლოს და შემაცვლევინოს შეხედულება🙂 (თორე დეპრესიაში ვარ,ძალიან ცუდი წარმოდგენა მაქვს პირად ცხოვრებაზე:)) )

 მინდა ყოველ დილით მინდვრის ყვავილების სურნელი  და ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებდეს.. (აღარ შემიძლია მეზობლის ძრავის ხმაურის ატანა :))) )

მინდა არავინ ბერდებოდეს..ყველა ახალგაზრდა და ლამაზი იყოს…

მინდა ჩემი მშობლები სულ ცოცხლები იყვნენ..მე მეშინია მათ გარეშე ცხოვრება.. 

მინდა ჩემი დისშვილები ბედნიერები იყვნენ და ლამაზი მომავალი ქონდეთ.. (გული მისკდება ახლანდელ თაობას რომ ვუყურებ..)

მინდა ყველა ჯანმრთელი იყოს და განუკურნებელი დაავადებები არ არსებობდეს…

მინდა სიცოცხლე ყველას უყვარდეს და ბოღმა გაქრეს ადამიანთა გულებში…

მინდა ცხოველებსაც შეეძლოთ ლაპარაკი და თავიანთი გასაჭირის ,თუ ტკივილის თქმა :(( (ან არ უჭირდეთ და არ ტკიოდეთ((  )

მინდა ყველა ლამაზი ოცნება აგიხდეთ და ბედნიერი იყოთ…

აი ეს იყო სულ..ახლა ისიც მინდა,რომ თქვენ დაწეროთ თქვენი სურვილები ((  <3 

One thought on “ჩემი ნატვრის ხე ..

  1. მინდა ცხოვრება ზღაპარი იყოს,
    დარდი და ცრემლი ქვეყნად არ იყოს…
    მინდა ღიმილი და სიყვარული,
    ჩვენი ცხოვრების მეგზური იყოს…

    ესეც ჩემი პატარა ბოდვა,ორი სიტყვით სულ პატარათი ვთქვი მე რასაც ნატვრის ხეს ვთხოვდი… ^_^ მაგრამ არის კიდევ რასაც დავწერდი…

გაუკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s