მე და გალაკტიონი..


მეორე კურსზე ვიყავი,როცა “ინფორმაციული წიგნიერება” დაგვემატა საგნად და მოგვთხოვეს ჩვენს საყვარელ თემაზე დაგვეწერა პატარა ე.წ “ნაშრომი”..და მეც რაღა თქმა უნდა ავირჩიე ჩემთან ყველაზე ახლოს(ამავდროულად ყველაზე შორს) მდგომი პოეტი (ჩემთვის მეფე) გალაკტიონი..ბევრი საუბარი არ მიყვარს ამ თემაზე,რადგან ყოველთვის ვფიქრობდი,რომ სიტყვები ყოველთვის ზედმეტი იყო..უბრალოდ უნდა მოგესმინა,წაგეკითხა..ბევრს აღარ მოვყვები, გადმოვიტან რაღაც ნაწილს,რომელმაც წაკითხვისას გასაოცარი სურვილი გამიჩინა იმ დროში ცხოვრების..

ის ჩვენთან ცხოვრობდა..ჩვენს შორის დადიოდა..თბილისის ქუჩებს კარგად ახსოვთ მისი ნერვული ნაბიჯი,უცნაურად ატოკებული მიხვრა-მოხვრა..ჩვეულებად ჰქონდა ამ ქუჩებში უქმად ხეტიალი-მზეში,წვიმაში,ქარში..

“და წავალ ქარში ,როგორც მოცარტი,
გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით”

მის დამძიმებულ სხეულს,გემის ბაქანზე მობაჯბაჯე ალბატროსივით,თითქოს,მართლაც ეს “მსუბუქი ზვირთები” აქანებდნენ აქეთ-იქით..
უყვარდა გამვლელების გაჩერება,მათთან უცნაური საუბრის გაბმა.ოდნავ შეშუპებულ სახეს ხშირად სერავდა დაძაბული ღიმილი.ძნელი იყო გაგება,დაგცინოდათ თუ ალერსსა და ყურადღებას მოითხოვდა.თვალები კი,თითქოს თქვენს მიღმა გამძაფრებით ელოდნენ ვიღაცის გამოჩენას..
ახალგაზრდები სიამოვნებით უჩერდებოდნენ მას,ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ,თავაზიანად იღიმოდნენ მის ირონიულ შენიშვნებზე.მათ,რასაკვირველია,ბოლომდე არ სჯეროდათ,რომ ის კაცი იყო “მთაწმინდის მთვარის” ავტორი,მეფე-პოეტი,მათი ფიქრისა და ოცნებების მესაიდუმლე..

გალაკტიონი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად..ძნელი იყო ყოველივე იმის,რაც მისმა ლექსმა აღძრა ჩვენს სულში,ერთ რეალურად არსებულ ადამიანის სახესთან დაკავშირება..

ახალგაზრდა სტუდენტი ქალი,რომელიც თეთრად ათენებდა ღამეს “მერისა” და “სილაჟვარდის” კითხვაში,დღისით გულგრილად ჩაივლიდა მისი ფანჯრების წინ,თითქოს იქ მცხოვრებ მოხუც ჯადოქარს აღარაფერი ქონდა საერთო იმ საკვირველ თქმულებათა შორის,რომელიც ჩვენმა საუკუნემ შექმნა,არსებობს ერთი,განსაკუთრებით უცნაური.იგი მოგვითხრობს,თუ როგორ დაკარგა ადამიანმა საკუთარი ჯადოსნობის წყალობით თავისი სახე…

საოცარი ბედი ხვდა წილად ამ კაცს..მას ვეღარ ცნობდნენ თავისი უახლოესი ადამიანებიც,რადგან იგი მიუწვდომელი იყო მათი ჩვეულებრივი მსოფლმხედველობისათვის.მხოლოდ სიკვდილმა დაუბრუნა მას თავისი სახე.და ვიდრე მიწას მიაბარებდნენ,ადამიანებმა კვლავ იხილეს,და იცნეს იგი..

კუბოში დასვენებული გალაკტიონის ყოველი ნაკვთი კვლავ პოეზიის ნათელი სხივით იყო გაბრწყინებული..უკანასკნელი გამოთხოვების ჟამს ის თითქოს თავისი ჭეშმარიტი სახით მოგვევლინა,რომ სწორედ ასეთი დარჩენილიყო შთამომავალთა მეხსიერებაში..

რაღაც იდუმალი შუქით შიგნიდანვე განათებულ,მართლაც სიმღერებით მიძინებულ პოეტების მეფეს გავდა და მის სასთუმალს თავს დასტრიალებდა ყველა მშვენიერი ზმანება,ყველა სახე და აჩრდილი მისი პოეზიისა..
ჩვენ უკვე მოვუტანეთ ძვირფას პოეტს ის თრთოლვა და სიყვარული,რომელიც ისე,როგორც არასდროს,ახლობელი და გასაგები გახდა იმ დღეს..ყოველი,რაც მან სიცოცხლეში ასე უხვად მიმოფანტა გარშემო.
გალაკტიონ ტაბიძემ წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი დროის ქართველ ადამიანთა სულიერ ცხოვრებაში.უაღრესად ღრმა იყო მისი ზემოქმედება,კერძოდ,იმ თაობის შეგნებაზე,რომლის მხატვრული მოთხოვნილებისა და წარმოდგენების ფორმირება უკანასკნელი ომის დროს მოხდა..
თბილისში,შენიღბული სახლების კედლებსა და საუმთავრებელ ნაგებობათა ღობეებზე არაერთხელ ყოფილა გამოკრული მისი ლექსები,რომლებიც სამშობლოს თავგანწირულ სიყვარულსა და გამარჯვების რწმენას გვიღვივებდნენ….

3 thoughts on “მე და გალაკტიონი..

  1. უნიჭიერესი და ამოუცნობი კაცი იყოო ბებიაჩემი მიყვებოდა…( მისი ბების ძმა გახლდათ )
    მართლაც რა ლამაზი ლექსები აქვს… ლეგენდა!

გაუკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s