“მე და საზოგადოება”


Image

მოკლედ,მინდა დავიწყო იქიდან,რომ ვარ ილიაუნის სტუდენტი,საბანკო-საფინანსო საქმეს ვსწავლობ და ძირითად საგნებში უკვე კრედიტების ნორმა შევსებული მაქვს ,ასე რომ ამ სემესტრში გადავწყვიტე ამერჩია თავისუფალი კრედიტებიდან ძალიან საინტერესო საგნები .(სწორედ ისეთი,თან რომ დავისვენებ დამამთავრებელ სემესტრში და თან რომ ვისიამოვნებ,და ამავდროულად ცოდნასაც შევიძენ) .

მოკლედ,რამაც აქ ამ პოსტის დადება გადამაწყვეტინა ,იყო ის,რომ ლექციაზე “მე და საზოგადოება” პირველი ეფექტი მივიღე გამაოგნებელი..არაჩვეულებრივი ლექტორები და საინტერესო საგანი..

პირველ ლექციაზე განვიხილეთ რა იყო ზოგადად საზოგადოება და დავედი პირადად მე იმ აზრამდე,რომ საზოგადოება არის აბსტრაქტული და ამავდროულად ძალიან კონკრეტული .(ანუ წერტილი ვერ დავუსვი).მოკლედ,განხილვას მოყვა განდეგილთა თემაც..და რამაც ჩემში დიდი ინტერესი გამოიწვია,ეს იყო თემა ადამიანზე,რომელიც იზრდება ჯუნგლებში..(მოგეხსენებათ ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრია),გამომდინარეობს იქიდან,რომ ჩვილ ბავშვებს მტაცებლები იტაცებენ და თავად ზრდიან ,(ვერ ვიტყვი ეს რატომ ხდება,ალბათ მათში მართლაც დედობრივი ინსტიქტი იღვიძებს)…შევეხეთ ფილმის თუ წიგნის პერსონაჟებს,და ერთადერთი,რაც ჩამრჩა გონებაში და ვეძებ პასუხს (სამწუხაროდ ვიცი ვერც ვიპოვი)-არის “მაუგლი”-ს სახით არსებული ადამიანები,რომლებიც ხდებიან ცხოველთა სამყაროში,და იზრდებიან,ვითარდებიან იქ..მოგეხსენებათ,აუდიტორიაში რამდენი ადამიანიცაა,იმდენი აზრი იბადება..ყველას თუ არა,უმეტესობას განსხვავებული აზრი და შეხედლება აქვს..ვნახე ასევე ფოტო ასეთი ადამიანის,ჩემდა გასაოცრად,ეს ადამიანი “ოთხზე” იდგა.. (აქამდე მეგონა,რომ ადამიანი მაინც 2 კიდურზე ივლიდა,რაც არ უნდა ყოფილიყო,და რა გარემოშიც არ უნდა ყოფილიყო) ..ამ ფოტომ გამაოგნა,განა იმიტომ,რომ ეს უცხო იყო ჩემთვის,უბრალოდ ჩემი წარსულში არსებული ფიქრები (მეტ-ნაკლებად წერტილდასმული) ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და დამებადა ასეთი კითხვა..ეს ადამიანი,ჩვეულებრივ საზოგადოებაში რომ გადასულიყო,გაუძლებდა იქაურ პირობებს და აყვებოდა იქაური ცხოვრების რიტმს?

ეს კითხვა დავსვი მაუგლის თემაში ამ სახით : “მაუგლის რომ გაგრძელება ქონოდა,იცხოვრებდა ის ადამიანებში?მან ხომ ადამიანები მხოლოდ იმიტომ აირჩია,რომ გოგონა შეუყვარდა”..

წამოვიდა რაღა თქმა უნდა აზრები ,რომ მაუგლი შეეგუებოდა იქაურ ცოვრებას,იმიტომ რომ ის “ადამიანია”..პირადად მე,იმის გამო,რომ მაუგლი ადამიანს გავს- მას ვერ ვუწოდებდი ადამიანს,რადგან მას აქვს ცხოველური გრძნობა,ინსტიქტი,ქცევა,მიდრეკილება..მოკლედ,ყველაფერი აქვს ცხოველური,ადამიანური მხოლოდ გარეგნობა აქვს და ამის გამო რატომღაც მიჭირს,მას ვუწოდო ადამიანი..შესაბამისად,ჩემი პასუხი ჩემივე კითხვაზე იყო ის,რომ მაუგლის გაგრძელება რომ ქონოდა,ის უთუოდ დაბრუნდებოდა ჯუნგლებში…

მიზეზი 1: როცა საყვარელი ადამიანის გამო მიდიხართ დათმობაზე (როგორც მაუგლიმ არჩია საყვარელი ადამიანის გამო საზოგადოების ნაწილი გამხდარიყო),ეს არ ნიშნავს იმას,რომ თქვენ ის მოგწონთ.და ადრე თუ გვიან ,შესაძლოა ამან შედეგი გამოიღოს..

მიზეზი 2: მაუგლი იქ წააწყდებოდა უამრავ კრიტიკას,(მოკლედ რომ ვთქვა,მაუგლი “სანახაობა” გახდებოდა ადამიანებისთვის)..მისი ქცევები მიუღებელი იქნებოდა საზოგადოებისთვის,რაც მას უთუოდ დააკომპლექსებდა და დისკომფორტს განაცდევინებდა..

აი ამ მიზეზების გამო,ჩემი სუბიექტური აზრია ის,რაც ზემოთ აღვნიშნე..შესაძლოა ბევრს გაეცინოს,ეს რა თემააო,მაგრამ ძალიან გთხოვთ,ვინც ამას წაიკითხავთ,ცინიზმის და კრიტიკის გარეშე დაწერეთ თქვენი შეხედულება..მე ყველას აზრი მაინტერესებს,მხოლოდ იმიტომ,რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე,ძალიან დამაფიქრა ამ საკითხმა..(აქ არ განვიხილავ მაუგლის..მაუგლიში მოიაზრება რეალური ცხოვრების ელემენტები) 

დიდი მადლობა,ამ პოსტით თუ დაინტერესდებით და უფრო დიდი მადლობა,თუ ამაზე პასუხს დამიბრუნებთ🙂

Image

გაუკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s