ალბერტო მორავია-“ზიზღი”


ახლა დავასრულე ალბერტო მორავიას- “ზიზღი”…აქ იყო ყველა ის განცდა,რომელიც არასოდეს განმიცდია..ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე იყო..არც ისე დიდი ხნის ურთიერთობაზე,სულ რაღაც 2 წელი.წიგნი არაა დიდი,(304 გვერდი),მაგრამ შეძლო ის,რომ მეფიქრა ყველაფერი ერთდროულად: “რა საზიზღარი არსებაა ქალი” , “რა უსუსურია კაცი”,”რა უსამართლობაა”, “საბრალო”, “დეგენერატი”, “არაკაცი” , “ქარაფშუტა ქალი” , “აი,მგონი მოგვარდება” , “ამათ საშველი არ დაადგებათ”. “თავს მოიკლავს” . “გაგიჟდება”, “არ არსებობს,ღმერთო!დაუბრუნდა ემილია?” , “ოო,ჯანდაბამდე გზა გქონიათ”…”მოკვდა?”, “ძალიანაც კარგი..სწორედ ასეთი დასასრული შეეფერებოდა”..სულ ამგვარ დიალოგში ვიყავი საკუთარ თავთან.ბოლო მომენტში ვიფიქრე საშინელი წიგნია,ყველაფერი რადიკალურად დავინახეთქო..როცა გამოანათა ნათელმა სხივმა-მაშინვე ჩაბნელდა..სინამდვილეში ჩაბნელდა,მაგრამ ჩემთვის განათდა,დიახ,ასე ჯობდა.ეს ყველაზე კარგი დასასრული იყო ! 

მეგობრებო,გირჩევთ წაიკითხოთ,აქ დაინახავთ ყველაფერს და გასცემთ პასუხს ბევრ შეკითხვას..

არ დავიწყებ დეტალების დადებას,უბრალოდ ჩემი განცდებიდან გამომდინარე მიხვდებით ,რაოდენ მრავალფეროვნად და რადიკალურად იცვლება ყველაფერი ..ერთადერთი,რაც შეიძლება უარყოფითში ჩავუთვალო ავტორს,ისაა,რომ კაცის გრძნობა,კაცის განცდა,სათქმელი,აზრი,ყოველი ფიქრი აღწერილია..ქალის ფიქრებზე კი არაფერი ვიცით..ეს ცოტა დაუკმაყოფილებლობის გრძნობას იწვევდა კითხვის დროს ჩემში..ვფიქრობდი,რომ ქალის გრძნობები და ფიქრები რომ ყოფილიყო გადმოცემული-უფრო მარტივად განსჯიდი ერთსა თუ მეორეს..აქ კი ორივეს განსჯის სურვილი მქონდა,ამავდოულაა ორივეს ვამართლებდი პერიოდუად..რაღაც დაუკმაყოფილებლობის სურვილი დამიტოვა,მაგრამ დასასრულმა სრულიად დამაკმაყოფილა!

კაცი შევადარე “ჯაყოს ხიზნების” პერსონაჟს..თეიმურაზს…ქალი-“მარგოს”..და ის მესამე(“ბატისტა”რომელსაც გადააწყდებით უთუოდ) – “ჯაყოს”..

დანარჩენი თქვენზეა..

გაუკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s