ipod-ით ხელში :))


მოკლედ,გამოცდები ჩავაბარე წარმატებით,ყველა საგანი “გამიმწვანდა” :)) ასე ვთქვათ:)) ჰოდა გამიჩნდა სხვა საფიქრალი,მისასვლელი ვიყავი HOTSPOT ის მაღაზიაში,რომ ჩემი კუთვნილი საჩუქარი წამომეღო:))როგორც წინა ბლოგში გითხარით,ადამიანი-როგორც თეატრის მსახიობი.. ვალენტინობის მისალოცი ბარათების კონკურსში გავიმარჯვე და Ipod-იც მერგო:)

ახლა , რაღა თქმა უნდა მარტო ვერ წავიდოდი(სასწაულად ზარმაცი ვარ და მარტო სიარული სიკვდილია) :)) წავიყვანე ჩემი დისშვილი და წავედი საბურთალოს 32 ნომერში:)) ძლიიივს მივაგენი ზემოთ ხსენებულ მაღაზიას:)) იმიტომ რომ რაღაც მშენებლობა მიმდინარეობდა და აღარ მეგონა იმის იქით სიცოცხლე თუ იყო:))

მოკლედ,ძალიან დავიღალე სიარულით,უკვე იმედი დავკარგე:)) ჰოდა აი გამოჩნდა როგორც იქნა ჩვენი სასურველი მაღაზია და შევაჭერიიით:)) შევედი,ვუთხარი რომ მე ის ვართქო,იიისთქო:)) და მოკლედ,მეგონა მოიხსნა პრობლემა,ახლა ipod-ს “ჩამახუტებენ” და გამიშვებენ სახლშითქოო:)) მაგრამ ვერ მოგართვით,ჯერ სურათი უნდა გადაგიღოთო..აი აქ გავიფიქრე “ვაი შენ ჩემო თავო,ეს რა შარში ხართქო” :)) აუ ძალიან ბევრი ვიპრანჭე,მეთქი გავიქცევი ეხლა აქედანთქო და დამპირდნენ რომ facebook-ის გვერდზე არ დავდებთო,ისეთ ადგილას დავდებთ,რომ ვერავინ ვერ ნახავსო.”ახალ ამბებში” დავდებთო :))ოჰ ,ახალ ამბებში თუ დადებთ ვერავინ ნახავს და უფრო დამშვიდებული წავალთქო:))) არ ვიცი რა ვქნა,სად წავიდე,სად დავიმალო..სულ ვამოწმებ,ჯერ არ აუტვირთიათ,ეხლა ვფიქრობ,მენახა მაინც რა ფოტო გამოვიდა,თუ არ მომეწონებოდა სხვას გადავიღებდითქო,მაგრამ ტვინი რომ მქონოდა უკეთესს მოვიფიქრებდი რამეს:)))))

აი მეგობრებო,წამოვედით მერე სახლში..თავში სულ ის ფოტო მიტრიალებდა:))მოვედი,”მივაჯექი” კომპს და შევყარე “ჩემს ipod” ში სიმღერებიი.სიმართლე გითხრათ თავიდან ვერ გავუგე იმ პროგს,მაგრამ დამეხმარა ადამიანი და ახლა ყველაფერი კარგადაა ^ი^ აუ,ძალიან მიხარია.როგორც აღვნიშნე,ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი Facebook-ური მათხოვრობაა,და არა მარტო facebook-ური,საერთოდ,ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი მათხოვრობაა:)))

ახლა კი მოლოცვებს ველოდები და მივიღებ დიდი სიხარულით..^ი^ გაიზიარეთ ჩემი სიხარული მეგობრებო ^ი^

2 thoughts on “ipod-ით ხელში :))

გაუკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s