მარტინ იდენი.. (ავტორი: ჯეკ ლონდონი)


… დაფეთებული აქეთ-იქით ეხეთქებოდა და ამით კიდევ უფრო ზრდიდა საშიშროებას, რაც ფაქტობრივად მხოლოდ მის თავში არსებობდა. როიალსა და წიგნებით დახვავებულ მაგიდას შორის ექვსი კაცი თავისუფლად გაეტეოდა, ამან კი შიშის კანკალით გაიარა. მსხვილი მკლავები მოწყვეტილივით ჩამოჰკიდებოდა, ვეღარც ის მოეფიქრებინა, მკლავებისა და ხელებისათვის რა ექნა, და როცა მოეჩვენა, ცალი მკლავი მაგიდაზე დახვავებულ წიგნებს წამოვდეო, დაფეთებული ცხენივით შეხტა, კინაღამ როიალის სკამი წამოაყირავა. წინ გაიხედა და ერთბაშად შენიშნა, რა თავისუფლად მოძრაობდა თანამგზავრი, ახლაღა მიხვდა, რომ თვითონ სულ განსხვავებულად დადიოდა, ყველასაგან განსხვავებულად. წამიერად სირცხვილით წამოენთო, შუბლზე სიმწრის ოფლი დაასხა, შედგა და ცხვირსახოცით მოიწმინდა სახე. — ჰეი, ართურ, მოიხედე, ბიჭო, — ხუმრობით სცადა მღელვარების დაფარვა, _ მეტისმეტი მომივა ასე ერთბაშად. დამაცა, გონს მოვეგო. აკი გეუბნებოდი, არ წამოვალ-მეთქი, მგონი არც თქვენებს მისდით სული ჩემს სანახავად.

(ეს არის ერთი უბრალო ,მეზღვაური კაცი-მარტინ იდენი.იგი იმდენად გაუნათლებელი და უბრალოა,რომ ყველაფერი უკვირს..აკმაყოფილებს ის,რაც აქვს..პრინციპში ბევრი არც არასოდეს უნახავს,ამიტომ არანაირი ამბიცია “ამ დრომდე” არ ქონია..)

…ამდენი რამე სად გისწავლიათ?_ სკოლაში დავდიოდი, ვკითხულობდი, — უპასუხა ქალმა. _ სკოლაში მეც მივლია, როცა ბავშვი ვიყავი, — შეესიტყვა ჭაბუკი. — დიახ, მაგრამ მე საშუალო სკოლას ვგულისხმობ, მერე უნივერსიტეტი, ლექციები… — უნივერსიტეტშიაც ყოფილხართ? _ ჰკითხა გაკვირვებულმა ჭაბუკმა. ერთბაშად თითქოს მილიონი მილით მაინც დაშორდა მას ქალი. — ახლაც დავდივარ. ინგლისურის სპეციალურ კურსს ვისმენ. ვერ გაიგო, «ინგლისურის სპეციალური კურსი» რას ნიშნავდა, მაგრამ არაფერი უთქვამს, გუნებაში დაიმახსოვრა, და ქალს ჰკითხა: — რამდენ ხანს უნდა ვიმეცადინო, რომ უნივერსიტეტში მოვხვდე? ქალმა გადაწყვიტა გაემხნევებინა ცოდნასმოწყურებული ჭაბუკი და უპასუხა: _ ეგ იმაზეა დამოკიდებული, აქამდე რამდენი გისწავლიათ. საშუალო სკოლაში სულ არ ყოფილხართ? თუმცა საიდან იქნებოდით? არც დაწყებითი სკოლა დაგიმთავრებიათ? — ორი წელიწადიღა მაკლდა დამთავრებას, თავი რომ დავანებე, — მიუგო ჭაბუკმა, — ისე კი, მუდამ ქებას ვიმსახურებდი. და ბაქიაობისათვის საკუთარ თავზე გულმოსულმა, ისე მოუჭირა ხელი სავარძლის სახელურებს, რომ თითებმა ტეხა დაუწყო……………..

(აქ უკვე მისი აშკარა სურვილი გამოჩნდა სწავლის..სურვილი თავდაპირველად გაუჩნდა სწორედ “რუთის” გამო..უნდოდა უბრალოდ სცოდნოდა ელემენტარული,რომ მასთან და მის ოჯახთან საუბარი შესძლებოდა..ეს პიროვნება,იმდენად ძლიერი აღმოჩნდა,რომ ყველაფერი უმოკლეს დროში ისწავლა იმაზე მეტი,რასაც  ხალხი მთელი ცხოვრება სწავლობდა.დიახ,ეს სიყვარულმა შეძლო,იმ დიდმა სიყვარულმა,რომელიც მას რუთის მიმართ გააჩნდა)

…კვირა დღეები ნამდვილი დღესასწაული იყო მარტინისათვის — რაც მთავარია, რუთთან ერთად გრძნობდა თავს, თან ისიც რად ღირდა, რომ მისი კლასის ჭაბუკებთან როგორც ტოლი ტოლთან, ისე იყო. მართალია, ეს ხალხი რამდენი წელიწადია სწავლობდა და სისტემატური განათლება ჰქონდა მიღებული, მაგრამ მარტინი დარწმუნდა, რომ გონებრივი განვითარებით ახლა ტოლს აღარ დაუდებდა მათ, ხოლო ერთობლივი საუბარი შესანიშნავი წვრთნა აღმოჩნდა გრამატიკაში, რაც მან ასე გულმოდგინედ შეისწავლა. ეთიკის წიგნებს თავი მიანება და მთლიანად თავის დაკვირვებას მიენდო. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ლაპარაკში გაერთობოდა და აღეგზნებოდა, მუდამ გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს სხვების ქცევას, იმახსოვრებდა თავაზიანობისა და ურთიერთდამოკიდებულების ყოველ წვრილმანს.

(ღამე თითქმის არ ძინებია მარტინს,სულ კითხულობდა და მის გარდა აღარაფერი სურდა..მარტინმა დაიწყო წერა,წერდა ლექსებსაც..იგი ბოლო კაპიკებით ყიდულობდა მარკებს და აგზავნიდა სხვადასხვა გამომცემლობაში, სამწუხაროდ უკან უბრუნდებოდა დაწუნებული..რუთი დაჟინებით სთხოვდა მოეშვი წერას,ხო ხედავ ეგ შენი საქმე არ არის,ამით ფულს ვერ იშოვიო..მარტინი აგრძელებდა წერას..და ბოლოს დაუფასდა..მართალია გვიანი იყო,მარტინისთვის უკვე ყველაფერი გაუბრალოვდა და გაუფერულდა..რუთიც კი..ჩაიკეტა საკუთარ თავში,აღარ უნდოდა ხალხთან ურთიერთობა,მხოლოდ ერთი მწერალი მეგობარი ყავდა,რომელთანაც თავს კარგად გრძნობდა)

….ახლა რუთის ამბავიც ვნახოთ! მანაც პირადი ღირსებების გამო შეიყვარა მარტინი — ეს უეჭველია. მაგრამ როგორადაც არ უნდა ყვარებოდა, ბურჟუაზიული ცხოვრების წესი და შეხედულებანი უფრო ძვირფასი გამოდგა. მარტინის მწერლობა მას, უმთავრესად, იმიტომ არ მოსდიოდა ჭკუაში, რომ ამ მწერლობას მაშინ ფული არ შემოჰქონდა. აკი ამ თვალთახედვით შეაფასა «სატრფიალო ლირიკა». აკი ისიც არ აძლევდა მოსვენებას, სამსახური დაიწყეო. ღმერთო დიდებულო! თითქოს არ მუშაობდა, უძილობით თვალებს არ იღამებდა, ჯანის სიმრთელეს არა ფლანგავდა, რათა მისი ღირსი გამხდარიყო!……

…..— ვატყობ, თქვენც ვარსკვლავის მტვერი უნდა იყოთ, ბრმა გნომების ქვეყანაში მოხვედრილი, — თქვა ბრისენდენმა, როცა კითხვა დაამთავრა, — დარწმუნებული ვარ, პირველი ჟურნალი ჩააფრინდებოდა ამ სტატიას. მარტინმა თავის დავთარში ჩაიხედა. — ოცდაშვიდმა ჟურნალმა დამიწუნა და დამიბრუნა. ბრისენდენს გულიანი სიცილი წასკდა, მაგრამ მაშინვე ხველა აუტყდა. — ლექსებიც გექნებათ, — უთხრა მან ბოლოს, — წამიკითხეთ. — ახლა ნუ წაიკითხავთ, — შეემუდარა მარტინი, — თქვენთან ლაპარაკი მირჩევნია ახლა, შეგიხვევთ და შინ გაგატანთ.

(მოკლედ,მივედით იმ მომენტამდეც,როცა ყველაფერი უმაღლესად იყო,ისე კარგად,რომ მარტინი ვერც კი იოცნებებდა..ქონდა ყველაფერი:სახელი,დიდება,ფული,ცოდნა,ნიჭი,აღიარება..მაგრამ არ ქონდა ის,რისთვისაც ამდენს მიაღწია..აღარ ყავდა რუთი,არა იმიტომ,რომ რამე განსაკუთრებული მოხდა..არა,უბრალოდ ყველა და ყველაფერი მობეზრდა მარტინს,და როგორც ზემოთ აღვნიშნე-განმარტოვდა,რადგან ყველაზე დაბლა მდგომი ადამიანი,ყველაზე მაღლა დადგა..ამ ყ ველაფერმა იმდენად იმოქმედა მასზე,რომ..)

……ერთი პირობა მოინდომა გამოცოცხლებულიყო და მეზღვაურებს გაჰყვა. მაგრამ მეზღვაურებიც გამოცვლილიყვნენ, ვერაფერი საერთო ვერ გამონახა ამ გამოყეყეჩებულ, გონებადაჩლუნგებულ პირუტყვებთან. სასოწარკვეთილებაში ჩავარდა…..

……. წამოდგა და თავი სარკმელში გაჰყო, რძესავით აქაფებულ ტალღებს დახედა. «მარიპოზა» ღრმად იყო ჩამჯდარი წყალში. ხელებით თუ დაეკიდებოდა სარკმელს, ფეხებით წყალს მისწვდებოდა. უხმაუროდ ჩაეშვებოდა. კაციშვილი ვერ გაიგონებდა. შხეფები მოხვდა, სახე დაუსველა. მარილის გემო ჰქონდა და ეამა. გედის სიმღერა ხომ არ დამეწერაო, გაიფიქრა, მაგრამ გაეცინა ამ ფიქრზე. რაღა დროსი იყო. წასვლამდე ერთი სული ჰქონდა. კაიუტაში სინათლე ჩააქრო, რათა არავის მოხვედროდა თვალში. ჯერ ფეხები გაჰყო სარკმელში. ბეჭები გაეჩხირა და ცოტათი უკან დაიწია, ცალი მკლავი მჭიდროდ მიიკრა ფერდზე. გემის რწევა დაეხმარა და გაძვრა, როგორც იქნა, ხელებით დაეკიდა. ფეხები რომ შეეხო წყალს, სარკმელს ხელი უშვა. რძესავით აქაფებულ წყალში გაეხვია. იქვე სკუმბრია გაჩნდა, თეთრი სხეული რომ დაინახა წყალში, გამოსრიალდა და გაჰკრა. მარტინმა გადაიხარხარა: თევზმა ხორცი მოგლიჯა სხეულზე და ტკივილმა გაახსენა, აქ რისთვის იყო. ამ ჩამოშვების ფაცაფუცში მთავარი მიზანი გადავიწყებოდა.  გულმოდგინედ მიცურავდა, თითქოს განუზრახავს უახლოეს ნაპირს მიაღწიოსო, რაც ათასი მილით იქნებოდა დაშორებული. ეს იყო სიცოცხლის შენარჩუნების ინსტინქტი. ერთი პირობა, შეწყვიტა ცურვა, მაგრამ როცა ტალღამ დაფარა, ისევ გამწარებით მოუსვა ხელები. გამწარებული სურვილი სიცოცხლის შენარჩუნებისა..

(მოკლედ,დიდი ხნის წინ წავიკითხე და იმდენი გრძნობა,იმდენი სურვილი გამიღვიძა იმ მომენტში,რომ მინდოდა მეც მარტინივით ყველაფერი ერთად მომეწრო..ეს რაღაც უჩვეულო  გრძნობა იყო..უფრო ჟინი ,ვიდრე გრძნობა..მე ვეცადე ძირითადი დამენახებინა თქვენთვის,რამდენად გამომივიდა ეს-არ ვიცი,აი მე ლინკს დაგიდებთ და შეგიძლიათ ონლაინში წაიკითხოთ,სამწუხაროდ მთლიანი ვერ დავდე აქ,თორე დიდი სურვილი მქონდა,და მცდელობაც:((    ) აი ლინკი: http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000164/Martin%20iden.pdf

გაუკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s