ცხოვრება მშვენიერია..


მერე რა,თუ დღემ ისე წარმატებულად არ ჩაიარა-როგორც მინდოდა..ან მერე რა,თუ საერთოდაც კატასტროფულად ჩაიარა-ცხოვრება მაინც მშვენიერია…რა მოხდა,თუკი ყველაფერი ისე არ ხდება ,როგორც ეს ჩვენ გვინდა..ამისთვის ნამდვილად ვერ ვიტყვით,რომ ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგაა…არ გამომივიდა ვყოფილიყავი ბედნიერი?-არაფერია..ამაზე გული არ უნდა გაიტეხო ადამიანმა..მომავალი ხო ჩემს ხელთაა,მთავარია შევცვალო ყველაფერი და ნამდვილად ყველაფერი კარგად იქნება..არაფერი დაშავებულა იმით,რომ დღეს სახეზე ბედნიერების ცრემლების ნაცვლად სიმწრის ცრემლები მდის-ტკივილი თუ არ განიცადე,ბედნიერების გემოს ხო ვერასოდეს შეიგრძნობ…დამიჯერეთ!არაფერია ის,თუ დღეს გუშინდელზე ცუდად ხარ.ხვალ შეიძლება კიდევ უარესად იყო..და ასე გაგრძელდეს დღეები..კვირები..თვეები..მაგრამ საბოლოოდ მაინც მიაღწევ ბედნიერების პიკს..თუკი ამას შეეცდები..არ მივტირი იმას,რაც მე დღეს დავკარგე..ხვალ შეიძლება განძი აღმოვაჩინო..განძი,ჰო..ნუ იფიქრებთ რომ სიმდიდრის მოყვარული ვარ..განძში ადამიანი ვიგულისხმე…და ბოლოს..ფეხებზე მკიდია რა იყო დღეს!!! ვიცი რა იქნება ხვალ..ზეგ..მაგრამ სულმოუთმენლად ველი რა იქნება 1 თვის შემდეგ!!!მე არასოდეს მჯეროდა ბედისწერის,ჰოდა რა ვალდებული ვარ დავიჯერო ახლა..დამძრახავთ?არაუშავს-ეგეც ფეხებზე მკიდია.მე დღეს ვარ მე!! და ვიცხოვრებ ისე,როგორც მინდა მე!!სხვა თუ არაფერი,მე ხომ სახლი მაქვს..მყავს ადამიანები,რომლებსაც ვუყვარვარ..მაქვს საჭმელი…და შემიძლია ვიმეტყველო..შემიძლია ჩავეხუტო..ვუთხრა რომ მიყვარს..შემიძლია ვუთანაგრძნო..მე ვარ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და ვარ ბედნიერი!!ბევრი იფიქრებს,რით არის ბედნიერი,ამას ხო დღეს გული ჩაუკვდაო…არა!! მე გული არასოდეს ჩამიკვდება..სანამ ცოცხალი ვარ,მუდამ გავიღიმებ,არ აქვს მნიშვნელობა მეღიმება მე თუ არა..რა მაქვს საწუწუნო…ცხოვრება ხო მშვენიერია!!

2 thoughts on “ცხოვრება მშვენიერია..

გაუკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s