„დიდი გენიოსების დანატოვარი“:)



ისევ მომეძალა წერის რაღაც უჩვეულო,ჩემთვის აუხსნელი,სასწაულად მკაფიო სურვილი..ჰოდა რას ვიზამდი თქვენი აზრით?ავდექი და(უფრო სწორედ) დავჯექი და დავიწყე წერა:) და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,ამჯერად მე არ ვწერ არანაირ სიყვარულზე(ცოტათი შეიძლება შევეხო,მართალია,მაგრამ ისიც ნაწილობრივ).მოკლედ,მინდა ვისაუბრო უბრალოდ ვირტუალურ გარემოზე,და ყველაფერ ვირტუალურზე,რაც დღეს ასეთი აქტუალურია თინეიჯერებისა და (თქვენ წარმოიდგინეთ) მაგ ასაკიდან უკვე დიდი ხნის გამოსულთა ცხოვრებაში:))ხო..ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო,დავიწყებ პირდაპირ…როგორც მოგეხსენებათ,ჩვენს საუკუნეში კომპიუტერული ტექნიკა დიდ აღმავლობას განიცდის:)ასევე აღმავლობის ფაზაშია ფლირტი :))მოკლედ,ეს ყველაფერი ხელს გვიწყობს და ჩვენც რაღა გვინდა,ბედნიერები ვართ:))და ერთი სული გვაქვს როდის მივალთ სახლში რომ „კომპიუტერს მივაჯდეთ“ და ეგრეთ წოდებული „ჩვენი ვირტ-ფრენდი“ მოვინახულოთ:)(ეს ხომ მეტად მნიშვნელოვანია) .. ხალხს რეალური ცხოვრება ვეღარ განუსხვავებია ვირტუალურისგან,ეს რა გაგვიკეთეთ „დიდო გენიოსებო“ ..ეს გვინდოდა კიდევ ჩვენ?ისედაც ვუჩივით ტვინის უჯრედების მაქსიმალურად გამოყენებას..ყველა ბედნიერებასთან ერთად,უშუალო მომსწრე გავხდი ერთი ფაქტის..ფაქტი შემდეგში მდგომარეობს:ჩემი ნაცნობი მდედრი,სადღაც 40 წლის ქალი,იმდენად ჩაერთო ვირტ-ში(არ ვიცი იქ რა ხდებოდა),რომ მიდიოდა სამსახურში,სულ აქეთ-იქით იყურებოდა,მითვალთვალებენო…შიზოფრენია…აი რა საყვარელია ეს ვირტ სამყარო ჰო,მართლა..რა მაგარია „ვირტ ლავ“ს რომ სიზმარში ნახავ არა?:) და კიდევ ამდაგვრები: მიყვარხარ და ..უშენოდ ვერ ვიცოცხლებ და..შენით დაიწყო ჩემი სიცოცხლე…:) როგორ აუბრალოებენ ამ ფრაზებს ღმერთო ჩემო..რა თბილი სიტყვებია ჰო?:) რომ შეადარო რეალურ ცხოვრებას,ადამიანი ასეთი თბილი ვერ იქნება..უკვე დავრწმუნდი კიდეც,ვირტ-ში მეტად თბილები ხართ ვიდრე რეალურად.ალბათ ბევრი თქვენგანი ვირტუალურ სამყაროში იმიტომ იკეტება,რომ იქ სწორედ ისეთია,როგორიც ოცნებეში წარმოედგინა..და რეალურად უბრალოდ ვერ არის ისეთი როგორ აუბრალოებენ ამ ფრაზებს ღმერთო ჩემო ..და მერე??მშობლების კონკურენტ „მშობლებს“ რომ პოულობენ?“ვირტ-დედიკო“ ..“ვირტ- მამიკო“..“ვირტ-ძამიკო“ „ვირტ-დაიკო“ მართლაც რომ გაგეცინება ამ ყველაფერზე ადამიანს და ნუ იტყვით რომ თქვენ ამ ფაქტების მომსწრენი არ ხართ (არამცთუ მონაწილენი) ..ჰო,მოკლედ…სულ დამავიწყდა თემა რით დავიწყე,იმდენად ჩავიფალი.აი კიდევ.იმ დღეს წავაწყდი ერთ-ერთ ფორუმზე ასეთ თემას:“როგორ ფიქრობთ,რამდენად ერუდირებული თაობა მოვდივართ და ვართ მიდრეკილი წიგნისკენ თუ უფრო სხვა ელექტრონული საშუალებებისკენ???“და კომენტარი რა იყო არ გაინტერესებთ?ის,რომ ახალი თაობა მეტად ერუდირებულია,რადგან მათ აქვთ საშუალება კომპიუტერით გაეცნონ და აითვისონ ინფორმაცია უმაღლეს დონეზე…აი ეს პიკი იყო..:) გამეცინა …გამეცინა ოღონდ შენზე კიარა..ან შენზე…არა,არც შენზე გამცინებია…ისევ ჩემს თავზე გამეცინა.. იმიტომ რომ ჩემი სახე წარმოვიდგინე ამის კითხვის დროს..მოკლედ..ჩვენი აღმავლობის ფაზა ბოლოს ისე დაგვანარცხებს ,რომ ჩვენივე სიამოვნებისთვის,ჩვენივე შექმნილი შეგვიწირავს რა გასაკვირია…ჩვენ ხო ხარბები ვართ არ გვყოფნის ის,რაც გვაქვს..აშკარად თემებზე დავხტივარ..გადავუხვევ-გადმოვუხვევ ხოლმე:))მაგრამ არაუშავს,ცოტაც გაუძელით…ცოტაც…აი 3…..2….1..მორჩა:**

გაუკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s