ეს ყველაფერი შენ გაიარე…


როდესაც გრძნობ გულში..სულში…როდესაც ხმა ჩასწვდება შენს ყველა მოგონებას,ფიქრს..ტკივილს,განცდას…როცა შეიგრძნობ სიყვარულს..იგრძნობ ბედნიერებას….აი მაშინ შეგიძლია თქვა ხმამაღლა,რომ ეს ცხოვრებაა…

როცა ირგვლივ ყველაფერს გამოგონილ ფერებში ხედავ..და ეს გამოგონება შენ თავად გხიბლავს..როცა მის თვალებში იძირები და სურვილი გკლავს ბოლომდე ჩაიძირო..როცა მისი სითბო მზის ამონათებას გირჩევნია..როცა მისი მხარი ქვეყნად ყველაზე ძლიერი დასაყრდენია..აი მაშინ შეგიძლია ხმამაღლა ისაუბრო სიყვარულზე…..

 

თუ მზის სითბოს მთელი გრძნობით გრძნობ..თუ წვიმაში კიარ სველდები,არამედ გრძნობ მას…თუ თოვლი ფეხებს არ გიყინავს და უბრალოდ გგონია მასზე კიარ დადიხარ,არამედ არცკი ეხები მას…თუ ქარი მტვერს არ გაყრის და უბრალოდ გიწეწავს თმას..თუ ჩრდილში არ გცივა და მხოლოდ იმიტომ დგახარ რომ მზეს დამალობანა ეთამაშო…თუ ბავშვობაში ძილისწინ დედა საწოლთან მოგიხმია,იმიტომ რომ დაგაფაროს,მაშინ,როცა შენ უკვე გაფარია და მხოლოდ მისი დანახვა გინდა თვალების დახუჭვამდე…თუ ყოველ დილით ვიღაც წრფელი გულით გეკითხება,”როგორ ხარ” -და თვალებგაბრწყინებული ელოდება შენს პასუხს..თუ ვიღაც შენზე ფიქრობს და ამ ფიქრში შენი ხმა ჩაესმის და რეალურად გონია შენ მოუხმე შენთან..და ამ დროს ეს მხოლოდ მისი ფიქრების ბრალია..-აი მაშინ შეგიძლიათ იბედნიეროთ..შეგიძლიათ კიარ ისაუბროთ,არამედ იყვიროთ,რომ ბედნიერება თქვენს ირგვლივ ყოფილა! რომ თქვენ ნამდვილად გაქვთ მიზეზი-იყოთ ბედნიერნი…განა ბედნიერება მართლაც ფულს მოაქვს?არა..ჩემთვის ეს ყველაფერი სრული ბედნიერებაა..!!

გაუკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s