აღარ მიგიღებ !!


კამკამა ცრემლებს დავემსგავსე-თითქოს ნაღვლიანს,
და ეს ფიქრები,ოცნებები თითქოს ქარს მიაქვს..
ცრემლის გუბეებს შევუერთე სველი მიწა მე,
შენი სიტყვები…სიყვარული-როგორ ვიწამე..
შევეგებები ცრემლიანი შავ-თეთრ განთიადს
და თვალებს დავხრი,კვლავ დავმალავ სახეს დარდიანს,
შენკი გაფანტე იმედები,ფლიდი ფიქრები
რომ მე ოდესმე დავბრუნდები-შენი ვიქნები..
ახლოს ნუ მოხვალ,მოშორებით,ჩუმად მისმინე,
ისიც იკმარე ეს ამდენი რომ მოგისმინე,
მალე გაქრება ეს ოხერი გულის დარდები
და აღარასდროს..აღარასდროს შემიყვარდები..
ახლაკი წადი,გინდ იცინე,თუ გინდ იტირე..
თუ სხვასთან მნახავ-ნურასოდეს ნუ გაიკვირვებ..
შენზე არასდროს,წამითაც კი აღარ ვიფიქრებ,
ნუღა ეცდები დაბრუნებას..აღარ მიგიღებ !!

გაუკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s